ყაზახეთი რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში დარჩენის ვადებს უმცირებს

18 იანვარი 2023, 10:11 482 ნახვა

26 იანვრიდან ყაზახეთი რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში  განუსაზღვრელი დროით დარჩენის საშუალებას აღარ მისცემს.  ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნების რუსეთის, ბელარუსის, სომხეთისა და ყირგიზეთის მოქალაქეები ყაზახეთში 180-დღიანი დარჩენის დაშვებული პერიოდის შემდეგ იძულებულნი იქნებიან ქვეყანა 90 დღით დატოვონ.

დარღვევის შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქეს შემდეგი ვიზიტის დროს ქვეყანაში არ შეუშვებენ. განცხადებას ამის შესახებ ყაზახეთის მთავრობა ავრცელებს.

დღემდე  რუსეთისა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის მოქალაქეებისთვის ყაზახეთში ყოფნის ერთადერთი შეზღუდვა სამ თვეში ერთხელ ქვეყანაში ლეგალური ყოფნის ვადის განახლება იყო. ამისთვის საკმარისი იყო საზღვრის გადაკვეთა და უკან დაბრუნება. ასეთ მეთოდი როგორც “ვიზარანი” არის ცნობილი.

როგორც ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რეფორმის მიხედვით, ხელისუფლება მიგრაციულ ნაკადებს უფრო მკაცრად გააკონტროლებს. ათობით ათასი რუსეთის მოქალაქე ყაზახეთში კრემლის მიერ სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ჩავიდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი