ჩიქუნეთში შუა საუკუნეების მარანი აღადგინეს

17 იანვარი 2023, 20:05 298 ნახვა

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციას განაგრძობს. სააგენტოს დაფინანსებით რესტავრაცია ამჯერად ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ჩიქუნეთში არსებულ ერთ-ერთ მარანს ჩაუტარდა. 

„ილიას მარნის“ სახელწოდებით ცნობილი ქვიტკირის მარანი შუა საუკუნეებით თარიღდება, იგი მალაყმაძეების საკარმიდამო ნაკვეთში მდებარეობს და მის რესტავრაციაზე სააგენტომ  87 ათასი ლარი დახარჯა.

მარნის შიდა სივრცეში მოზრდილი ქვევრებია მიწაში ჩაფლული, ხოლო გარეთ ქვის საცეხველი დგას.

ისტორიულ მარანს შეუნარჩუნდა ავთენტური სახე, იგივე დარჩა ქვის წყობა და გადახურვის სტილი.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში