დნიპროში სამაშველო ოპერაცია გრძელდება

16 იანვარი 2023, 14:25 451 ნახვა

უკრაინის ქალაქ დნიპროში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზარდა. ბოლო მონაცემებით გარდაიცვალა 36 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვია.

აფეთქების შედეგად საცხოვრებელი კორპუსის 2 სადარბაზო აღარ არსებობს, განადგურებულია 72 ბინა.  დაიბომბა ქალაქი კუპიანსკი, რომელიც ხარკოვის ოლქში მდებარეობს, დაშავდა 2 ადამიანი.

უკრაინის სახალხო დამცველის ოფისის განცხადებით, უკრაინაში ბოლო მონაცემებით 336 ბავშვი დაკარგულად ითვლება, ხოლო პუტინის ომს უკვე 455 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

რაც შეეხება ვითარებას კრემინასა და ბახმუტის მიმართულებით, ამ ტერიტორიებზე ინტენსიური ბრძოლები გრძელდება. ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ცნობით, უკრაინა სოლედარში პოზიციებს ინარჩუნებს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი