30 წლიანი ძებნის შემდეგ სიცილიაში იტალიის მაფიის ლიდერი დააკავეს

16 იანვარი 2023, 14:05 520 ნახვა

იტალიაში ქვეყნის  ნომერ პირველი ძებნილი დააკავეს. მაფიის ლიდერ მატეო მესინა დენაროს პოლიცია 30 წელი ეძებდა. გავრცელებული ინფორმაციით,  მესინა დენარო სიცილიის დედაქალაქ პალერმოში, კერძო კლინიკაში დააკავეს.  

სიცილიური მაფიის „კოზა ნოსტრას“ ლიდერს,  1992   წელს  მაფიის მოწინააღმდეგე პროკურორების მკვლელობის საქმეზე პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს.   

ამასთან,  მას სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი რომსა და მილანში მომხდარი აფეთქებების საქმეზე, რა დროსაც 10 ადამიანი დაიღუპა.

„ეს სახელმწიფოს დიდი გამარჯვებაა“ - თქვა იტალიის პრემიერ-მინისტრმა, დენაროს დაკავების შემდეგ.   

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი