უკრაინის მთელ ტერიტორიაზე რჩება საჰაერო თავდასხმის საფრთხე. გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპანტმა უკრაინის მიმართულებით 130-მდე საჰაერო შეტევა განახორციელა.
სუმის ოლქის საზღვართან 63 დარტყმა, რის შედეგადაც დაიჭრა 1 მშვიდობიანი მოქალაქე. აგრესორმა დაბომბა საცხოვრებელი უბანი ხერსონში, დაშავდა 2 ადამიანი. ნიკოპოლის რაიონი ღამით 3-ჯერ დაიბომბა.
ხარკოვისა და კიევის ოლქებში კი მასობრივი დარტყმების გამო ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ კვლავ რთული ვითარებაა.