რუსეთში შესაძლოა ჯარში გასაწვევი ასაკი გაზარდონ

12 იანვარი 2023, 17:30 719 ნახვა

რუსეთში შესაძლოა სავალდებულო სამხედრო გაწვევის ასაკი 27-დან 30 წლამდე გაიზარდოს. ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე სავალდებულო სამსახურის ზედა ზღვარის გაზრდის ინიციატივით რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტი გამოდის.

რუსულ ჯარში გაწვევის ასაკის ამაღლების იდეას მიესალმება  რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი - ამბობს კრემლის  პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი. 

ინიციატივა ჯერ განხილვის პროცესშია. პესკოვის თქმით, ქვეყნის პრეზიდენტისგან თანხმობის მიუხედავად, საბოლოო გადაწყვეტილება თავდაცვის სამინისტრომ უნდა მიიღოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი