ბერბოკი ხარკოვში ჩავიდა

11 იანვარი 2023, 10:52 635 ნახვა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა სამშაბათს აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ხარკოვში რუსული სამხედრო თავდასხმების შედეგად განადგურებული  საცხოვრებელი რაიონები  მოინახულა. იგი პირველი ყველაზე მაღალი დონის დასავლელი ოფიციალური პირია, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ  ქალაქ ხარკოვში ჩავიდა.

რუსეთის საზღვრის მახლობლად მდებარე ომით განადგურებულ ქალაქში მოულოდნელი ვიზიტის დროს  ბერბოკს თან ახლდა მისი უკრაინელი კოლეგა დმიტრო კულება. კულებასთან შეხვედრის წინ გაკეთებულ განცხადებაში, ბერბოკმა მთელი გერმანიის სახელით სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინელებს, რომლებსაც  რუსეთის  სარაკეტო ტავდასხმებისა  და მკაცრი ზამთრის პირობებში უწევთ ცხოვრობა.

კულებასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გერმანიის მთავარი დიპლომატი  კიევს მეტ იარაღს დაჰპირდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი