პოლიციამ "ნაპოლის" და "რომას" 200 ფანი დააკავა

09 იანვარი 2023, 15:39 758 ნახვა

"ნაპოლისა" და "რომას" ფანებს შორის მომხდარი ჩხუბის შემდეგ პოლიციამ 200 ადამიანი დააკავა. ფიზიკური დაპირისპირება არეცოსთან ახლოს ავტობანზე მოხდა .

"ნაპოლის" ფანები გენუაში მიდიოდნენ, ხოლო "რომას" ფანები კი მილანში, რა დროსაც ისინი გზაში ერთმანეთს გადაეკვეთნენ. ჩხუბის დროს მძიმედ დაიჭირა ერთი ადამიანი. პოლიციამ კი 80-ზე მეტი ნეაპოლელი და და 115 რომაელი ფანი დააკავა.

ნეაპოლის და რომის მერებმა მომხდარი ფაქტი დაგმეს და დამნაშავების დასჯა მოითხოვეს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ "ნაპოლიმ" გასვლაზე "სამპდორია" 0-2 დაამარცხა, ხოლო "რომამ" მილანს ასევე გასვლაზე ფრედ 2-2 ეთამაშა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში