რაულ თუთარაული პოლონელი შინამსკის წინააღმდეგ იბრძოლებს

09 იანვარი 2023, 14:20 532 ნახვა

რაულ თუთარაული ევროპის საუკეთესო „ემ-ემ-ეი“ (MMA) ორგანიზაცია „კეი-ეის-დაბლიუ-ში“ (KSW) იჩხუბებს. 30 წლის ქართველმა მებრძოლმა პოლონურ ორგანიზაციასთან ოთხბრძოლიანი კონტრაქტი გააფორმა.

პოლონურმა ორგანიზაციამ თუთარაულის ბრძოლა დააანონსა. რაული ოქტაგონზე 21 იანვარს გავა და მისი მეტოქე პოლონელი რომან შიმანსკი იქნება. ქართველი მებრძოლი კარიერაში 38-ედ იჩხუბებს.

რაულის რეკორდი 31 მოგება და 6 მარცხია. მან ზედიზედ ორჯერ მოახერხა „ჯი-ეფ-სის“ (GFC) ქამრის მოგება. რაც შეეხება თუთარაულის მეტოქეს, რომან შიმანსკის 16 მოგება და 6 მარცხი აქვს.

შიმანსკის ბოლო სამი ბრძოლა მოგებული აქვს, რაულს კი ბოლო 5 ბრძოლიდან 5 მოგება აქვს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი