ირანის ხელისუფლებამ დღეს სიკვდილით კიდევ ორი ახალგაზრდა დასაჯა, რომელთაც მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ, დაწყებული მასობრივი საპროტესტო აქციების დროს, რევოლუციურ გუშაგთა კორპუსთან აფილირებული ბასიჯის მოხალისეთა წევრების მკვლელობა ედებათ ბრალად. მსჯავრდებულები მოჰამად ქარამი და მოჰამად ჰოსეინი არიან.
ადგილობრივმა მედიამ სასამართლოში მათი სიტყვით გამოსვლის დამონტაჟებული კადრები გაავრცელა.
როგორც „ფრანს-24“ აღნიშნავს, ბრალდებულებს უფლება არ ჰქონდათ, აეყვანათ საკუთარი ადვოკატი და გაცნობოდნენ მათ წინააღმდეგ არსებულ მტკიცებულებებს. საერთო ჯამში კი, აქციების შედეგად 517 ადამიანი დაიღუპა და თითქმის 20 ათასამდე დააკავეს.