კიევის მერის განცხადებით, გვიან ღამით უკრაინის დედაქალაქის მიმართულებით რუსეთის ძალებმა 7 კამიკაძე დრონი გაუშვეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ კი ყველა მათგანის ჩამოგდება მოახერხა. ვიტალი კლიჩკოს თქმით, დრონების ნამსხვრევებმა დააზიანა ორი შენობა, კიევის გოლოსეევსკის რაიონში.