28-30 დეკემბერს თბილისის ძიუდოს აკადემიაში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდება ვაჟ ძიუდოისტთა შორის. წინასწარი მონაცემებით, მას ლიდერთა აბსოლუტური უმრავლესობა გამოტოვებს. რადგანაც ნაკრების წევრთა დიდი ნაწილი - 12 ფალავანი, ოთხი დღის წინ იერუსალიმში მსოფლიო მასტერსზე გამოვიდა და ამის გამო ქვეყნის ჩემპიონატში ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას. ასევე არ იქნება ის რამდენიმე ლიდერი, რომლებმაც იერუსალიმის მასტერსიც გამოტოვეს - იქაც ტრავმების გამო ვერ წავიდნენ და ახლაც აგრძელებენ მკურნალობას. ცნობილია, რომ ქვეყნის ჩემპიონატში იჭიდავებს ვალერი ლიპარტელიანი, თუმცა ის ამჯერად მძიმე წონაში გამოვა.