ზელენსკი აშშ-ში გაემგზავრა

21 დეკემბერი 2022, 12:23 441 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი ამერიკელ კოლეგასთან შესახვედრად შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ასევე სიტყვით მიმართავს შეერთებული შტატების კონგრესს. აშშ პირველი ქვეყანაა, რომელსაც ზელენსკი ეწვევა უკრაინაში რუსეთის შეჭრის და ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ. 20 დეკემბერს ომის დაწყებიდან 300 დღე გავიდა. ზელენსკის ვიზიტისას პრეზიდენტი ბაიდენი გამოაცხადებს უკრაინისთვის კიდევ 1.8 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების, მათ შორის სარაკეტო სისტემების პატრიოტის გადაცემის გადაწყვეტილებას. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის თებერვლის ბოლოდან აშშ-მა უკრაინას გაუწია დაახლოებით 20 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი