ირონიის მწვერვალი - აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი პუტინის განცხადებაზე

20 დეკემბერი 2022, 12:40 483 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადება იმის თაობაზე, რომ მოსკოვს არ სურს ვინმეს შთანთქმა, ყველაზე დიდი ირონიაა იმის გათვალისწინებით, რომ მოსკოვი ამჟამად უკრაინის შთანთქმას ცდილობს- განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა გააკეთა. ჟურნალისტებთან ბრიფინგზე პრაისმა თქვა, რომ ვაშინგტონი ყურადღებით დააკვირდება მინსკსა და მოსკოვს შორის თანამშრომლობას, გაუწევს თუ არა ბელარუსი დამატებით მხარდაჭერას პუტინს უკრაინის წინააღმდეგ ომში და თუ ამას გააკეთებს, შესაბამისად უპასუხებს. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ორშაბათს მინსკში ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთს არ სურს ვინმეს „შთანთქმა“ და რომ გარკვეულ ძალებს რუსეთის ბელარუსთან ინტეგრაციის შეჩერება სურთ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი