პუტინმა რუსეთის მოქალაქეების და საზღვრებზე კონტროლის გაძიერება მოითხოვა

20 დეკემბერი 2022, 12:37 528 ნახვა

პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უშიშროების ფედერალურ სამსახურებს უბრძანა გააძლიერონ კონტროლი რუსეთის საზოგადოებასა და ქვეყნის საზღვრებზე, რათა თავიდან აიცილონ რისკები უცხოეთიდან და ღალატი ქვეყნის შიგნით. პუტინმა განაცხადა, რომ „ახალი საფრთხეების გაჩენა“ ზრდის დაზვერვის უფრო დიდი აქტივობის საჭიროებას. საზღვრის დარღვევის ნებისმიერი მცდელობა უნდა აღიკვეთოს სწრაფად და ეფექტურად იმ ძალებისა და საშუალებების გამოყენებით, რაც ჩვენს ხელთ გვაქვს, მათ შორის სპეცრაზმითაც“, - განაცხადა რუსეთის ლიდერმა. პუტინმა უშიშროების ფედერალურ სამსახურს დაავალა მაქსიმალურად გამოიყენოს „ოპერატიული, ტექნიკური და საკადრო პოტენციალი“ საზოგადოების კონტროლის გასამკაცრებლად. აუცილებელია სასტიკად აღკვეთოს უცხოური სპეცსამსახურების ქმედებები, სწრაფად გამოავლინონ მოღალატეები, ჯაშუშები და დივერსანტები-აცხადებს პუტინი. რუსეთის პრეზიდენტი მასობრივ შეკრებებზე, სტრატეგიულ ობიექტებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე კონტროლის გაზლიერებას მოითხოვს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი