ოკუპანტებმა ხერსონში ჰუმანიტარული დახმარების შტაბი დაბომბეს - არის მსხვერპლი

18 დეკემბერი 2022, 11:39 638 ნახვა

უკრაინაში მძიმე ბრძოლები მე-10 თვეა გრძელდება. ამ დრომდე ქვეყნის ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია, წყალი და ბუნებრივი აირი. ბოლო 24 საათში დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვი, დაშავდა 22 ადამიანი. საერთო ჯამში, ბოლო მონაცემებით რუსულმა აგრესიამ უკრაინაში 450 ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ასევე სრულად განადგურდა 337  სასწავლო დაწესებულება. გვიან ღამით 5-ჯერ დაიბომბა დნეპროპეტროვსკის ოლქი, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. 1 ადამიანი დაიღუპა ხერსონზე განხორციელებული იერიშის დროს.  

უკრაინული მედიის ცნობით, გარდაცვლილი კაცი, დაბომბვის დროს საკუთარ ავტომობილში იმყოფებოდა.

ამავე ოლქში, სოფელ სტეპანოვკაში კი რუსმა ოკუპანტებმა ჰუმანიტარული დახმარების შტაბი დაბომბეს, რა დროსაც 1 ადამიანი დაიღუპა. ასევე სარაკეტო იერიშის დროს დაზიანდა სკოლის შენობა, საავადმყოფო და ეკლესია.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი