ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით პუტინი გრძელვადიანი ომისა და ახალი იერიშებისთვის არის მზად. იენს სტოლტენბერგის ამბობს, რომ რუსეთი ემზადება გაჭიანურებული ომისთვის, ამიტომაც ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა უნდა გააგრძელონ კიევის მხარდაჭერა.
აღნიშნა, რომ მიმდინარეობს დისკუსია, უკრაინისთვის „პატრიოტის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიწოდების საკითხზე.
ნატოს გენერალურმა მდივანმა პუტინის ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების რიტორიკას უგუნური და საშიში უწოდა და დაამატა, რომ პუტინის მიზანია შეწყდეს უკრაინის დახმარება თუმცა ის ამას ვერ შეძლებს.