საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მოქალაქეების ჯამბულ გვიანიძის, დავით ხომერიკისა და ლაშა გაგიშვილის კონსტიტუციურ სარჩელებს განიხილავს. სასამართლო მსჯელობს, უნდა დაისაჯოს თუ არა თავისუფლების აღკვეთით პირი, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის - კანაფის მცირე, დიდი ან განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონოდ დათესვისთვის, მოყვანისთვის ან კულტივირებისთვის.