ირანელი უფლებადამცველის ვიდეომიმართვა

28 ნოემბერი 2022, 10:51 390 ნახვა

ცნობილმა ირანელმა უფლებადამცველმა ფარიდე მორადჰანმა, რომელიც იათოლა ალი ჰამენეის დისშვილია,  22 წლის ირანელი ქალის მაჰსა ამინის დაღუპვის გამო დაწყებული მასშტაბური პროტესტის  ჩახშობა დაგმო და საერთაშორისო საზოგადოებას  თეირანთან ყველანაირი კავშირის გაწყვეტისკენ  მოუწოდა.

ვიდეომიმართვა პარასკევს იუ-თუბ-არხზე  მისმა ძმამ, საფრანგეთში მცხოვრებმა მაჰმუდ მორადჰანმა გააზიარა, შემდეგ კი ცნობილმა ირანელმა უფლებადამცველებმა.  

თავისუფალო ხალხო, იყავით ჩვენთან და უთხარით თქვენს მთავრობებს, შეწყვიტონ ბავშვების მკვლელი რეჟიმის მხარდაჭერა, ეს რეჟიმი არ არის ლოიალური თავისი რელიგიური პრინციპების მიმართ და არ ემორჩილება სხვა წესებს“, - ამბობს მორადჰანი თავის ვიდეომიმართვაში. ფარიდე  მორადჰანი  ირანის ხელისუფლებამ  23 ნოემბერს დააკავა.   

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი