პუტინის ომი უკრაინაში

26 ნოემბერი 2022, 10:39 456 ნახვა

უკრაინაში მძიმე ბრძოლები გრძელდება, დეოკუპირებული ხერსონი კვლავ ოკუპანტების ინტენსიური ცეცხლის ქვეშ არის. გვიან ღამით მტრის შეტევას 10 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 54, დაზიანდა მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსები.

ზაპოროჟიეში რუსების დაბომბვის შედეგად დაზიანდა რამდენიმე შენობა, ამასთან უკრაინელებმა ოკუპირებული ტერიტორიიდან 77 ადამიანის ევაკუაცია შეძლეს.  ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილი კვლავ დონეცკი და ლუგანსკია. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სიტუაციას თავად აკონტროლებენ და ოკუპანტების ცოცხალ ძალას და მძიმე შეიარაღებას ყოველდღიურად ანადგურებენ.

უკანასკნელი ავიაიერიში აგრესორის კონცენტრაციის უბნებზე გვიან ღამით განხორციელდა.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინელი დამცველები იგერიებენ ოკუპანტების თავდასხმების მცდელობებს, რის შედეგადაც ლუგანსკის ოლქში რუსულმა ქვედანაყოფებმა დიდი რაოდენობით დანაკარგები განიცადეს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში