უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადება

23 ნოემბერი 2022, 14:09 414 ნახვა

კიევ-პეჩორის ლავრასა და როვნოს ოლქის მონასტრებში დაასრულა „კონტრდაზვერვითი ღონისძიებები“.    

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ  მონასტრებში იყვნენ პირები საეჭვო დოკუმენტებით.  სულ შეამოწმეს 350-ზე მეტი საეკლესიო ნაგებობა და 850 პირი.  

ირკვევა, რომ კიევ-პეჩორის ლავრის ტერიტორიაზე იმყოფებოდა უკრაინის მოქალაქე, 32 წლის კაცი, რომელსაც შესაძლოა კავშირი ჰქონდეს უკრაინაში მოქმედ პრორუსულ საინფორმაციო სააგენტო „ანტვან“-თან და ამავე სახელწოდების რუსული კომპანიის მფლობელ ორლოვის ნდობით აღჭურვილი პირია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში