უკრაინელებს, რომლებიც ამ ზამთარში შუქის, გათბობის, წყლის გარეშე დარჩნენ იმის გამო, რომ რუსეთმა ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა გაანადგურა, შეუძლიათ მიმართონ სპეციალურ ეგრეთწოდებულ „უძლეველ ცენტრებს“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინაში ასეთი 4 ათასზე მეტი ცენტრი უკვე შეიქმნა და უფრო მეტის გახსნა იგეგმება.
მთელი ქვეყნის მასშტაბით გახსნილ ათასობით ასეთი ცენტრი მოსახლეობას ელექტროენერგიას, გათბობას, წყალს, ინტერნეტ სერვისს, მობილურ ტელეფონს და აფთიაქს უფასოდ და მთელი დღე-ღამის განმავლობაში სთავაზობს.