რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვში დასახლებულ პუნქტებზე იერიში მიიტანეს - უკრაინული მედია

21 ნოემბერი 2022, 10:02 502 ნახვა

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ხარკოვის რეგიონში დასახლებულ პუნქტებზე მიიტანეს იერიში - ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი კორპუსი დაინგრა, ადგილზე საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ, რადგან არის ეჭვი, რომ ნანგრევების ქვეშ შესაძლოა, ადამიანები იყვნენ მოყოლილები.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა  ქალაქ კუპიანსკის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ორი სარაკეტო შეტევა განახორციელეს. დაიბომბა სუმის ოლქის სამი სასაზღვრო დასახლება. დანგრეულია კულტურის ცენტრი, კომერციული ობიექტები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზი და გაზსადენი.

ძირითადი ძალები რუსეთს ბახმუტის, ავდეევკისა და ნოვოპავლოვკის მიმართულებაზე ჰყავს კონცენტრირებული. პარალელურად, საოკუპაციო ძალა უკრაინის ქალაქებს ბომბავს. ოფიციალური კიევის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპანტებმა სხვადასხვა ლოკაციაზე 400-ზე მეტი დარტყმა განახორციელეს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი