უკრაინაში ომის 269-ე დღეა, ქვეყნის მასშტაბით მძიმე ბრძოლები გრძელდება. გვიან ღამით აფეთქებების ხმა ისმოდა ზაპოროჟიეში, ქალაქში საჰაერო განგაში ჩაირთო. ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე არსებული მდგომარეობა კი შემაშფოთებელია.
საერთაშორისო ატომურმა სააგენტომ რეზოლუცია მიიღო, სადაც რუსეთს მოუწოდებენ გაიყვანოს სამხედრო და ტექნიკური პერსონალი ბირთვული სადგურიდან. ამასთან, უკრაინის პრემიერ-მინისტრის დენის შმიგალის განცხადებით, ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის 50% მწყობრიდან გამოვიდა.
შმიგალმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ პირობებში უკრაინას ესაჭიროება ევროპელი პარტნიორების დამატებითი მხარდაჭერა, როგორც ენერგეტიკის სექტორში, ასევე დამატებითი აღჭურვილობის მიწოდებაში.
ელექტროენერგიის შეფერხებით მიწოდებაზე ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტმაც.