ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით პირველი შეფასებები კეთდება საკანონმდებლო ორგანოში. ის, რომ ლევან ხაბეიშვილმა საკუთარი კანდიდატურა პარტიის თავმჯდომარის პოსტზე წარადგინა, არ უკვირთ ოპოზიციურ პარტიებში. ამბობენ, რომ ის აქტიურობით აქამდეც გამოირჩეოდა. მმართველი გუნდის დეპუტატების განცხადებით კი, ხაბეიშვილს პარტიის თავმჯდომარეობის სურვილი აქამდეც ჰქონდა, თუმცა მან ახლა პარტიაში არსებული კრიზისი გამოიყენა.