დედამიწის მოსახლეობა 8 მილიარდი გახდა

15 ნოემბერი 2022, 17:56 529 ნახვა

გაეროს და გაეროს მოსახლეობის ფონდის მონაცემებით, დედამიწის მოსახლეობამ უკვე 8 მილიარდ ადამიანს მიაღწია. „2022 წლის 15 ნოემბერს, სავარაუდოდ, მსოფლიოს მოსახლეობა 8 მილიარდს მიაღწევს, ხოლო ინდოეთი 2023 წელს ჩინეთს გადაუსწრებს“ - ნათქვამია გაეროს განცხადებაში. გაეროს უახლესი პროგნოზები აჩვენებს, რომ მსოფლიოს მოსახლეობა 2030 წლისთვის შეიძლება, გაიზარდოს დაახლოებით 8,5 მილიარდამდე და 9,7 მილიარდამდე 2050 წელს. 2080-იან წლებში პიკს მიაღწევს და დაახლოებით 10,4 მილიარდი იქნება, ეს მაჩვენებელი კი 2100 წლამდე შენარჩუნდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი