რუსეთის არმია ხერსონის ოლქის სოფლებს ბომბავს

13 ნოემბერი 2022, 14:18 501 ნახვა

უკრაინაში ომის 263-ე  დღეა. გათავისუფლებულ ხერსონში მე-2 დღეა ზეიმი გრძელდება - ქალაქის ცენტრში ასობით ადამიანია გამოსული. ხერსონში უკრაინელი მოხელეები ბრუნდებიან და „სტაბილიზების“ პროცესს იწყებენ, მუშაობას შეუდგა პოლიცია, სახელმწიფო რადიო და ტელევიზია. მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ხერსონი დაიკავეს, ოკუპანტები ოლქის სოფლებში სტრატეგიულ და სამოქალაქო ობიექტებს ბომბავენ.

ავიაიერიშების შედეგად დაიღუპა 2 ადამიანი და დაზიანდა ათობით სახლი. გარდა ამისა, მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ფრონტის ხაზზე უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში. ოკუპანტების მთავარი სამიზნე დონეცკია.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბელარუსის ტერიტორიიდან  სარაკეტო თავდასხმის საფრთხე დიდია, რის გამოც უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ამ დროისთვის საჰაერო განგაშია გამოცხადებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში