ISW: პუტინს სულ უფრო მეტად აკრიტიკებენ ხერსონის ჩაბარებისთვის

13 ნოემბერი 2022, 11:26 370 ნახვა

ომის კვლევის ინსტიტუტი ყოველდღიურ ანგარიშში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიმართ კრიტიკის უპრეცედენტო ტალღაზე წერს. ანალიტიკოსების თქმით, ხერსონიდან რუსი ჯარის გაყვანამ ომის მომხრეებსა და პუტინს შორის იდეოლოგიური განხეთქილება გამოიწვია.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ უკან  დახევამ შეარყია ნაციონალისტური ნდობა პუტინის ერთგულებისადმი მისი დაპირებებისა და მათი შესრულების შესაძლებლობის მიმართ. ანგარიშში ამის მაგალითად განხილულია რუსეთის იდეოლოგიის ალექსანდრ დუგინის ღია კრიტიკა რუსეთის პრეზიდენტის მიმართ.  

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ პუტინს სულ უფრო უჭირს დაამშვიდოს თავისი ზოგიერთი რადიკალური მხარდამჭერი იმის გამო, რომ მას არ შეუძლია მიაღწიოს უკრაინაში მოსალოდნელ მიზნებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი