ომის 262-ე დღე

12 ნოემბერი 2022, 15:06 468 ნახვა

ოკუპირებული ხერსონის ახალ დედაქალაქად რუსეთმა „გენიჩესკი“ დაასახელა. ე.წ რეგიონის ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, ე.წ ხელისუფლების მთავარი ორგანოები ახლა ე.წ დედაქალაქში განლაგდა. რუსეთის დანაკარგი ომის 262-ე დღისთვის 80 210 სამხედრო მოსამსახურეს შეადგენს. ამასთან, უკრაინის ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში რუსების საბრძოლო მასალის საცავი გაანადგურეს. გვიან ღამით კი ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქი დაბომბეს. დნეპროპეტროვსკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, არიან დაშავებულები. 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა დონეცკის ოლქში მტრის იერიშებს. ლუგანსკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, რუსები ლუგანსკის ოკუპირებულ ტერიტორიებზე სკოლებსა და სამედიცინო დაწესებულებებში სამხედრო პუნქტებს ხსნიან. ამასთან სამედიცინო დაწესებულებებიდან ყველანაირი ტექნიკა გაიტანეს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი