ბათუმის ტერიტორიაზე მიკროავტობუსებისთვის ადგილობრივი საქალაქო სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მისაღებად მერიამ კონკურსი გამოაცხადა.
როგორც თვითმმართველობაში აცხადებენ, მიზანი ტექნიკურად გამართული მიკროავტობუსების შერჩევაა, რაც მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტული გადაყვანისთვის მნიშვნელოვანია.
განცხადებების მიღება 14-15 ნოემბერსაა შესაძლებელი.