პროექტი „ჩვენი ჯარი“ გრძელდება

09 ნოემბერი 2022, 10:37 417 ნახვა

პროექტი „ჩვენი ჯარი“ გრძელდება. ამჯერად სამხედრო მოსამსახურეებმა  პროექტის მნიშვნელობა  თბილისის N 64-ე სკოლის მოსწავლეებს გააცნეს.

ამის გარდა,  მოსწავლეებს საქართველოს სამხედრო ისტორიის, თავდაცვის ძალების, სამხედრო სამსახურის, ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა და მის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ესაუბრნენ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში