ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა თანდათან მიზნისკენ მიიწევს

08 ნოემბერი 2022, 11:10 375 ნახვა

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამჟამად საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრი დონეცკის ოლქია, სადაც ყოველდღიურად ასობით რუსი დამპყრობელი კვდება. მისი თქმით, ფრონტის ზოგიერთ ნაწილში მტერი თანდათან უკან იხევს, უკრაინელი სამხედროები კი წინ მიიწევენ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ქვეყნის საჰაერო თავდაცვაზეც ისაუბრა, აღნიშნა, რომ უკრაინა თანდათან მიზნისკენ მიიწევს, დაიცვას საჰაერო სივრცე 100%-ით. მსოფლიომ კი უკრაინისთვის ახალი დახმარების აღმოჩენით უპასუხა, რუსეთის მხრიდან რაკეტებისა და დრონების გამოყენებას უკრაინის ტერიტორიაზე.

ამასთან, ზელენსიკმ რუს სამხედროებს რუსულად მიმართა და სიცოცხლის გადარჩენის კიდევ ერთ ვარიანტად ტყვედ ჩაბარება შესთავაზა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში