აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ბირთვული იარაღის გამოყენება პუტინისა და რუსეთისთვის კატასტროფული იქნება. ამის შესახებ ენტონი ბლინკენმა დიდი შვიდეულის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან ასევე ნავთობის ფასის ზღვარზე ისაუბრა, რომლითაც დიდი შვიდეული ცდილობს რუსეთის დასჯას უკრაინაში შეჭრისთვის.