დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა

04 ნოემბერი 2022, 10:38 498 ნახვა

"დიდი შვიდეულის“ პარტნიორები ახლა ერთად დაიწყებენ უკრაინისთვის ზამთრის დახმარების აღმოჩენას, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა გერმანიის ქალაქ მიუნსტერში, "დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა. 

„ჩვენ არ დავუშვებთ, უამრავი ადამიანი - მოხუცები, ბავშვები, მოზარდები, ოჯახები - შიმშილით ან სიცივით დაიღუპოს მომავალი ზამთრის თვეებში რუსეთის პრეზიდენტის სასტიკი ტაქტიკის გამო“, - აღნიშნა ბერბოკმა. მისი თქმით, გერმანიამ 100-ზე მეტი გენერატორი გაგზავნა უკრაინაში ქსელის სტაბილიზაციისთვის და სხვა დახმარების გაგზავნასაც გეგმავს. ცნობისათვის, “დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები გერმანიის ქალაქ მიუნსტერში იმ მიზნით შეიკრიბნენ, რომ განეხილათ როგორ დაეხმარონ უკრაინას ზამთარში მის ელექტრო ქსელზე რუსეთის თავდასხმების ფონზე.

საგარეო საქმეთა მინისტრებმა ჩინეთსა და ირანთან დაკავშირებულ საკითხებზეც იმსჯელეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი