პუტინის ომის მეცხრე თვე უკრაინაში

30 ოქტომბერი 2022, 11:29 406 ნახვა

უკრაინაში ომის მე-9 თვე დაიწყო. მხოლოდ გასული დღე ღამის განმავლობაში ოკუპანტმა რუსეთმა უკრაინის რამდენიმე ოლქი დაბომბა. გვიან ღამით დაიბომბა ნიკოპოლი, დაზიანდა 10-მდე მაღალსართულიანი კორპუსი და  კერძო სახლები. ხერსონის ოლქში, მხოლოდ ბოლო 24 საათში პოლიციამ ოკუპანტების მიერ სამხედრო დანაშაულების 20-ზე მეტი საქმე აღძრა. ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის სერჰი ხლანის ინფორმაციით, ხერსონსა და ჩერნობაევკაში ქუჩის ბრძოლებისთვის მზადება არ შეინიშნება. მისივე თქმით, ხერსონში ნაკლები რუსია, მაგრამ ისინი განაგრძობენ ქალაქის ძარცვას, ხოლო ჩერნობაევკა რამდენიმე თვის განმავლობაში პირველად სრულიად დაიცალა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი ვარაუდობს, რომ ხერსონის გათავისუფლების ოპერაცია ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება სევეროდონეცკში განადგურებულია ინფრასტუქტურის 80 %-ზე მეტი, ამის შესახებ ლუჰანსკის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი გაიდაი საუბრობს. მისი თქმით, ოკუპანტები მოსახლეობას დასცინიან და მოთხოვნა კომპენსაციის შესახებ მხოლოდ 38 ადამიანს დაუკმაყოფილეს, მაშინ როდესაც ტერიტორიაზე დაახლოებით 10 000 ადამიანი მაინც რჩება და მათ საცხოვრებელი სახლები აღარ აქვთ.  

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი