ტყვეების მორიგი გაცვლა - უკრაინამ კიდევ 52 მოქალაქე დაიბრუნა

29 ოქტომბერი 2022, 17:52 427 ნახვა

რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების მორიგი გაცვლა შედგა - უკრაინამ 52 ადამიანი დააბრუნა. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის განცხადებით, მათ შორის არიან სამხედროები, მედიკოსები, სერჟანტები და ჯარისკაცები.ახლა ისინი ყველა სამედიცინო შემოწმებას გადიან. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ოქტომბრის დასაწყისიდან ტყვეების 24 გაცვლის პროცესი შედგა, რის შედეგადაც ოკუპანტებისგან უკრაინამ 808 ადამიანი გაათავისუფლა. ომის დაწყებიდან 248-ე დღეა. რუსულმა ძალებმა გვიან ღამით დნეპროპეტროვსკის ოლქის 3 თემი დაბომბეს. გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპანტმა ზაპოროჟიეს ოლქის 12 დასახლებულ პუნქტზე მიიტანა იერიში. დონეცკის ოლქში კიდევ 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა რუსულ ბომბს. უკრაინული მხარის წარმატებაზე საუბრობს ლუჰანსკის ოლქის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. სერგეი გაიდაი დასახლებულ პუნქტებს არ ასახელებს, თუმცა აღნიშნავს, რომ "სვატოვო-კრემენნაიას" მაგისტრალი პრაქტიკულად უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშაა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი