31 ოქტომბერს სოჭში ერთმანეთს ვლადიმერ პუტინი, ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი შეხვდებიან. რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად სამმხრივ მოლაპარაკებებს გამართავენ. რუსული მედიის ინფორმაციით, შეხვედრის ინიციატორი რუსეთია. განიხილავენ რუსთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების 2020 წლის 9 ნოემბრის, 11 იანვრისა და 2021 წლის 26 ნოემბრის შეთანხმებების რეალიზაციის პროცესს, სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებისთვის საჭირო შემდგომ ნაბიჯებსა და სავაჭრო, ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების აღდგენისა და განვითარების საკითხებს.