ომის შემსწავლელი ინსტიტუტი ვლადიმერ პუტინის გამოსვლას აფასებს

28 ოქტომბერი 2022, 14:51 437 ნახვა

ომის შემსწავლელი ინსტიტუტი რუსეთის პრეზიდენტის გუშინდელ გამოსვლას გამოეხმაურა. ანალიტიკოსების განმარტებით, ვლადიმერ პუტინი უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის უარყოფას აგრძელებს, თანაც ისე, რომ სერიოზულ მოლაპარაკებებთან ფუნდამენტურად შეუთავსებელი ხდება. მათი შეფასებით, პუტინის მიერ  გამუდმებით იმის გამეორება,  რომ უკრაინელები და რუსები „ერთი ხალხი“ არიან, რომლებიც ერთმანეთისგან სხვადასხვა სახელმწიფოდ თვითნებური ისტორიული გარემოებების გამო არიან გამოყოფილი, მიუთითებს პუტინის მუდმივ მიზნებზე გაანადგუროს უკრაინის სახელმწიფო, ასევე წაშალოს უკრაინელი ხალხის ცნება. პუტინის თქმით, უკრაინის სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის ერთადერთი და სერიოზული გარანტორი შეიძლება იყოს მხოლოდ რუსეთი.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი