გერმანიაში ენერგორესურსების მზარდ ფასებს აპროტესტებენ 

23 ოქტომბერი 2022, 11:18 543 ნახვა

გერმანიის ექვს ქალაქში ათასობით ადამიანმა ენერგორესურსების მზარდი ფასები გააპროტესტა. ისინი მზარდ ფასებთან გასამკლავებლად სამთავრობო ფონდების სამართლიან განაწილებას და წიაღისეული საწვავიდან ენერგიის განახლებად წყაროებზე უფრო სწრაფ გადასვლას ითხოვენ.

აქციები გერმანიის 6 ქალაქში, ბერლინში, დუსელდორფში, ჰანოვერში, შტუტგარტში, დრეზდენსა და ფრანკფურტში გაიმართა. ერთ-ერთი ორგანიზატორის „გრინფისის“ განცხადებით, საპროტესტო ტალღად 24 ათასამდე ადამიანი შეუერთდა.

ცნობისთვის, მანამდე, გერმანიის პარლამენტმა დაამტკიცა მთავრობის მიერ წარდგენილი 200 მილიარდი ევროს ოდენობის ანტიკრიზისული პაკეტი, რომელიც მოიცავს ოჯახებისთვის, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ბუნებრივი აირის ერთი თვის გადასახადის დაფარვა

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში