აბსოლუტურად მიუღებელია, რომ რუსეთი განიხილავს ბირთვული იარაღის გამოყენებას უკრაინაში - ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენებაზე, მსოფლიო მშვიდობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
აღნიშნა, რომ ეს, რუსეთის მხრიდან კაცობრიობის წინაშე მტრული ქმედება იქნება.