აბუ დაბიში დღეს სტარტი აიღო გრანდ სლემმა ძიუდოში. ტურნირზე გამომსვლელი ხუთი ქართველი ძიუდოისტიდან სამი ფინალურ ბლოკში გადავიდა. 19 წლის გიორგი სარდალაშვილი (60კგ) ტურნირის ფინალში ტაივანის წარმომადგენელ იანგს შეხვდა.
ქართველმა ძიუდოისტმა წონის პირველი ნომერი, ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი ულამაზესი გდებით დაამარცხა და კარიერაში ამ დონის ტურნირი პირველად მოიგო.
ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ეთერ ლიპარტელიანმა.