აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადასტურებს, რომ ირანი რუსეთს უპილოტო საფრენ აპარატებს აწვდის და უფრო მეტიც, ირანელი სამხედრო ინსტრუქტორები ყირიმში იმყოფებოდნენ, რათა რუსებს მათი დრონების მართვაში დახმარებოდნენ.
უწყების პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ ამ დრომდე რუსეთმა ათობით უპილოტო საფრენი აპარატი მიიღო და დამატებით რაოდენობას სავარაუდოდ, მომავალშიც მიიღებს.
ირანული წარმოების უპილოტო თვითმფრინავები რუსეთმა უკრაინის დედაქალაქ კიევის და სხვა რეგიონების დასაბომბად გამოიყენა. თავად ირანის ხელისუფლება რუსეთისთვის კამიკაძე დრონების ექსპორტს უარყოფს.