ტრამპის ინაუგურაცის საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე დაესწრება

20 იანვარი 2017, 00:00 2612 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციის ოფიციალურ ღონისძიებებზე ქვეყანას აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე წარმოადგენს. დავით ბაქრაძე, მონაწილეობას მიიღებს ცერემონიალის განრიგით გათვალისწინებულ ყველა ოფიციალურ ღონისძიებაში. საქართველოს ელჩი, აშშ-ში აკრედიტირებულ სხვა ელჩებთან ერთად, დაესწრება 45-ე პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიალს კაპიტოლიუმის დარბაზში. საქართველოს ელჩი უკვე დაესწრო საინაუგურაციო კომიტეტის ვახშამს და სადღესასწაულო კონცერტს, სადაც მონაწილეობა მიიღეს არჩეულმა პრეზიდენტმა, ვიცე-პრეზიდენტმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა.

ამავე კატეგორიაში