უკრაინის ენერგოუსაფრთხოების მხარდაჭერის სამიტზე ევროპელი ლიდერები იკრებებიან

20 ოქტომბერი 2022, 10:58 407 ნახვა

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები დღეს უკრაინის ენერგოუსაფრთხოების მხარდასაჭერად შეხვედრას გამართავენ. შეხვედრის ფარგლებში ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერები სავარაუდოდ, მხარს დაუჭერენ თხევადი ბუნებრივი აირის ერთობლივი შესყიდვის ალტერნატიულ ფასებს და ასევე შეეცდებიან შეთანხმებას მიაღწიონ ენერგეტიკული რესურსების დაზოგვაზე.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერების სამიტი 21 ოქტომბერს დასრულდება.  

მასზე განიხილავენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შედეგად ენერგეტიკის ბაზარზე შექმნილ ვითარებას, ისევე როგორც ფასების ზრდის გადალახვის გზებსა და ევროკავშირის ბიზნესისა და მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ფენების დაცვას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი