ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადება

19 ოქტომბერი 2022, 17:41 696 ნახვა

რუსეთის იერიშები უკრაინის კრიტიკულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე  ომის დანაშაულია- ამის შესახებ    ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა  დღეს ევროპარლამენტში დეპუტატების წინაშე გამოსვლისას განაცხადა. ევროკომისიის ხელმძღვანელმა თავდასხმებს სუფთა ტერორისტული აქტი უწოდა, რომელიც ახალი თავია უკვე ძალიან სასტიკ ომში.  კვირაზე მეტია რუსეთი მთელი უკრაინის მასშტაბით სამოქალაქო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებს ბომბავს , რასაც  ათობით ადამიანის მსხვერპლი, ქვეყნის ელექტროსადგურების თითქმის მესამედის მწყობრიდან გამოსვლა, ათასზე მეტი ქალაქის, დასახლებისა და სოფლის ელექტროენერგიის გარეშე დატოვება მოჰყვა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი