სტამბოლში უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის გაგრძელებაზე იმსჯელეს

17 ოქტომბერი 2022, 10:20 451 ნახვა

სტამბოლში მოქმედ ერთობლივ საკოორდინაციო ცენტრს თურქეთის თავდაცვის მინისტრი და უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ეწვივნენ და შავი ზღვის ინიციატივის შესახებ  ინფორმაციას გაეცნენ.  ამავე ცენტრში  გამართულ პრესკონფერენციაზე თურქეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინის პორტებიდან მას შემდეგ, რაც ივლისში გაეროს შუამავლობით მიღწეული  შეთანხმება ამოქმედდა  სულ 345- მა გემმა 7 მილიონ 700 ათასი ტონა მარცვლეულის ექსპორტი მოახდინა. უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით,  შავი ზღვის ინიციატივა უნდა გაგრძელდეს.

22 ივლისს რუსეთმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს მარცვლეულის დერეფნის შექმნის  შესახებ შეთანხმებას, რომელიც  ანკარასა და გაეროს შუამავლობით გაფორმდა.  შეთანხმება საერთაშორისო სასურსათო კრიზისის  თავიდან ასაცილებლად უკრაინული მარცვლეულისა და სასუქის ექსპორტის განახლებას ითვალისწინებდა, რომელიც ომის შედეგად დაიბლოკა.

გასულ პარასკევს რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინული მარცვლეულისთვის ჰუმანიტარული დერეფნები უნდა დაიხუროს, თუ დადგინდება, რომ იგი როგორც პუტინმა აღნიშნა, ტერორისტული აქტებისთვის გამოიყენებოდა.

ბოლო თვეების განმავლობაში  რუსეთი სულ უფრო მეტად აკრიტიკებს თურქეთისა და გაეროს შუამავლობით მიღწეულ ამ შეთანხმებას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი