უკრაინაში ომის 233-ე დღე

14 ოქტომბერი 2022, 10:48 552 ნახვა

ომის 233-ე დღეს უკრაინაში საომარი მოქმედებები ისევ გრძელდება. მიკოლაევში აფეთქების შედეგად დანგრეული საცხოვრებელი კორპუსიდან ამოყვანილი 11 წლის ბიჭი საავადმყოფოში გარდაიცვალა, მან ნანგრევებში 6 საათი გაატარა. იბომბება ზაპროჟიეც. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.

დნეპროტეროვსკის ოლქის ქალაქ ნიკოპოლში, ოკუპანტის იერიშების შედეგად უკვე 40-მდე საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. დანგრეულია საავამდყოფოები, საბავშვო ბაღი და ეკლესია.

ოკუპანტებმა ასევე იერიში მიიტანეს ხარკოვის ოლქზეც.  რუსებმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან უკვე 57 386 დანაშაული ჩაიდინეს - ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით კი, რუსი სამხედრო მეთაურები მობილიზებულ მოქალაქეებს საზარბაზნე ხორცად იყენებენ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი