პოლონეთში რუსულ ნავთობსადენ ''დრუჟბაზე'' გაჟონვა დაფიქსირდა

12 ოქტომბერი 2022, 11:00 565 ნახვა

პოლონეთში ნავთობსადენ ''დრუჟბას'' ერთ-ერთ ხაზზე გაჟონვა დაფიქსირდა. ამ ნავთობსადენით რუსეთიდან ნედლი ნავთობი ევროპას მიეწოდება. დაზიანება ნავთობსადენის  პოლონურმა  ოპერატორმა  პერნმა დაადასტურა.

კომპანიის განცხადებით, გაჟონვის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. დაზიანება პოლონეთის ქალაქ პლოცკიდან 70 კმ-ის მოშორებით  მდებარე მილსადენის მონაკვეთზე აღმოაჩინეს. 

ნავთობსადენის მეორე ხაზი შეუფერხებლად მუშაობს. გასულ თვეში გაჟონვა დაფიქსირდა ჩრდილოეთის ''ნაკადი 1'' და ჩრდილოეთის ''ნაკადი 2''-ის მილსადენებში.  დაიწყო გამოძიება.

შვედეთში გამოძიებამ მილსადენების დაზიანების მიზეზად აფეთქებები დაასახელა. კრემლი უარყოფს რაიმე მონაწილეობას ჩრდილოეთ ნაკადის აფეთქებებში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი