სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფელ გვარას წყლის ახალი რეზერვუარი ექნება. გვარას მოსახლეობას პრობლემა წლებია აწუხებს, რაც არაერთხელ გახდა ადგილობრივების პროტესტის მიზეზი.
პროექტის დასრულების შემდეგ კი 60-მა ოჯახმა წყალი შეუფერხებლად უნდა მიიღოს. ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "სთოუნმა", ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 დღის ვადაში, ლითონის 45 000 ლიტრის ტევადობის წყლის ავზი უნდა დაამონტაჟოს.
სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 20-ათასი ლარი გამოიყო.