რამდენიმე საათია ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. ოფიციალური თბილისი მოლაპარაკებების ამ რაუნდზე საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული გიორგი გიუნაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას კიდევ ერთხელ მოითხოვს. ასევე, ისაუბრებს საოკუპაციო ხაზიდან მოქალაქეების გატაცების საკითხზე. განიხილავენ უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ პრობლემებსაც.